თვითმკურნალობის შემთხვევაში დაშვებულია პარაცეტამოლის და არა იბუპროფენის მიღება - WHO
თვითმკურნალობის შემთხვევაში დაშვებულია პარაცეტამოლის და არა იბუპროფენის მიღება - WHO

A+ A-

15:11 18/03/2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელის კრისტიან ლინდმაიერის  განცხადებით, ადამიანებმა, რომლებიც ეჭვობენ, რომ კირონავირუსი აქვთ, იბუპროფენი ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა დალიონ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დამტკიცებული კავშირი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებასა და სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელს შორის, ექსპერტები ამ საკითხს იკვლევენ.

ამავდროულად იგი რეკომენდაციით გამოვიდა, რომ თვითმკურნალობის შემთხვევაში დაშვებულია პარაცეტამოლის და არა იბუპროფენის მიღება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.