საყოველთაო-სახალხო განხილვები დისტანციურად - ტელევიზიებისა და Facebook-ის საშუალებით ჩატარდება
საყოველთაო-სახალხო განხილვები დისტანციურად - ტელევიზიებისა და Facebook-ის საშუალებით ჩატარდება

A+ A-

13:51 19/03/2020

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საყოველთაო-სახალხო განხილვები დისტანციურად, ტელევიზიებისა და Facebook-ის საშუალების გზით გაიმართება. ამის შესახებ „2020NEWS”-ს პარლამენტის საპროცედური და წესების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ჯერეჯერობით უცნობია საყოველთაო-სახალხო განხილვების დაწყების დრო. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ უნდა მიიღოს, რომელიც ვადების შესახებ ინფორაციას უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.

“საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საერთო-სახალხო განხილვები ჩატარდება ვიდეო-ჩართვებით, ფეისბუქ-საშუალებებით და ყველა იმ სატელეკომუნიკაციო საშუალებით, რომელიც ახლა არის რეკომენდირებული.

რეკომენდაციები არის გაცემული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მთავრობის მიერ, რომ მაქსიმალურად დისტაციურად უნდა მოხდეს ამ შეხვედრების ჩატარება.

როდის დაიწყება დისტანციურად საზოგადოებისთვის ინფორმაციის გადაცემა, კომისია შეიკრიბება და ამ საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

როგორ გადანაწილდება თბილისში რვა, ხოლო რეგიონებში 22 მაჟორიტარული მანდატი?

- როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით მუშაობა მიმდინარეობს და დეტალები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.

“როგორ გადანაწილდება საქართვრლოში 30 მაჟორიტარული ოლქი, ამას ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან აღიშნულ საკითხზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს. ამ საკითხთან დაკაშირებით, ინფორაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნულ პროცესში ცენტრალური საარჩევნო კომისიაც იქნება ჩართული“,- განაცხადა მაჭარაშვილმა

. ინფორმაციისთვის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემის პირობებში გაიმართება.

შესაბამისი საკოსნტიტუციო ცვლილება პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საკონსტიტუციო ცვლილებები საყოველთაო-სახალხო განხილვასაც საჭიროებს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე