კორონავირუსთან საბრძოლველად, სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ 1 მილიონი გამოყო -ტოტალიზატორები დისტანციურ თამაშზე გადადიან
კორონავირუსთან საბრძოლველად, სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ 1 მილიონი გამოყო -ტოტალიზატორები დისტანციურ თამაშზე გადადიან

A+ A-

17:40 19/03/2020

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ 1 მილიონი ლარი გამოყო კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასევე ასოციაციამ (რომელშიც ერთიანდებიან შემდეგი კომპანიები: აჭარაბეთი, ევროპაბეთი, ლიდერბეთი, კრისტალბეთი, ბეთლაივი და კროკობეთი), Covid 19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება და სრულად გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე.

ასევე პრევენციის მიზნით, ყველა არსებული მიწის კაზინოების, ტოტალიზატორებისა და სლოტ კლუბების ფუნქციონირება შეაჩერა.

„სრულად ვიზიარებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და გადავდივართ დისტანციურ მუშაობაზე. ვითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გასცა შესაბამისმა უწყებამ ადამიანების უსაფრთხოების დაცვის მიზნით და დროებით დაიხურა: მიწის კაზინოები, ტოტალიზატორები და სლოტ კლუბები.

მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს გაერთიანება და სახელმწიფოს დახმარება აუცილებელია, სწორედ ამიტომ გამოიყო 1.000.000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი, რომელიც მოხმარდება ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას. მნიშვნელოვანია, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება მოტივაცია სხვა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რადგან გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით – ყველაფერი შესაძლებელია“. - წერია ასოციაციის გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ასოციაცია აცხადებს, აღნიშნული თანხა წარიმართება, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და ბიზნესის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.