ჩვენი მოხალისეები გაჭირვებულებს სახლებში საკვებს მიუტანენ - გორის მერი
ჩვენი მოხალისეები გაჭირვებულებს სახლებში საკვებს მიუტანენ - გორის მერი

A+ A-

18:49 19/03/2020

გორში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მოხალისეები  საკვებს სახლებში მიუტანენ. აღნიშნულის შესახებ “2020NEWS“-თან ქალაქის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გორის მერია მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნავს.

“ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად შევქმენით უპოვართა სასადილო.  ამ დროის განმავლობაში, საჭმელს ჩვენი მოხალისეები სოციალურად დაუცველებს სახლებში დაურიგებენ. სასადილოს საკვებთან ერთად, მათ, დამატებით, პროდუქტებსაც ვაწვდით“,- განაცხადა გორის მერმა.

ინფორმაციისთვის, ამ ატაპისთვის საქართველოში კორონავირუსის 40 შეთხვევაა დადასტურებული. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  ჯანდაცვის სამინისტრო ხანში შესულ ადამიანებს მოუწოდებს, ქუჩაში გამოსვლისგან თავი შეიკავონ.