ხორვატიაში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ხორვატიაში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

A+ A-

11:40 22/03/2020

ხორვატიაში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

ევროპის სეისმოლოგიური სააგენტოს ცნობით, ეპიცენტრი დედაქალაქ ზაგრებიდან ჩრდილოეთით, 7 კილომეტრში მდებარეობდა. შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრის შედეგად რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქვეყნის ხელისუფლებამ მოსახლეობის სიმშვიდისკენ მოუწოდა