ჩინეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებს
ჩინეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებს

A+ A-

13:27 22/03/2020

ჩინეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო. ამის შესახებ "Global Times"-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მუშაობის პროცესში მეცნიერებმა ებოლის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის გამოცდილება გაითვალისწინეს.

სპეციალისტებმა ჩინეთის ხელისუფლებისგან უკვე მიიღეს ოფიციალური ნებართვა კლინიკური ცდების ჩასატარებლად, რისთვისაც მათ მოხალისე ცდისპირების 3 ჯგუფი შექმნეს. თითოეულ ჯგუფში 18-იდან 60 წლამდე ასაკის, 36 ადამიანია, ყველა მათგანი უჰანის მცხოვრებია. მათ 2-კვირიან კარანტინში მოათავსებენ, შემდეგ კი 6 თვის განმავლობაში ექიმები დააკვირდებიან, როგორც რეაგირებს მათი ორგანიზმი ვაქცინაზე, რათა ყველა გვერდითი მოვლენა დაადგინონ.

როგორც მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, პროექტის მონაწილე მოხალისე ცდისპირები ვაქცინაციისას ვირუსით არ დაინფიცირდებიან. მათ ორგანიზმში შეიყვანენ ანტისხეულებს, რის შემდეგაც ამ ადამიანებზე კონტროლს დააწესებენ, რომლის მიზანია დადგინდეს, შეიძინეს თუ არა მათ იმუნიტეტი ახალი ტიპის კორონავირუსის მიმართ.

პრეპარატი ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის სამხედრო-სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის სპეციალისტებმა შეიმუშავეს ქვეყნის ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობით.

nostal.ge