მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის საციცოხლო პარამეტრებს ვინარჩუნებთ - ლევან რატიანი
მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის საციცოხლო პარამეტრებს ვინარჩუნებთ - ლევან რატიანი

A+ A-

12:14 23/03/2020

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ამ ეტაპზე მედიკოსები საციცოხლო პარამეტრების შენარჩუნებას ახერხებენ.

„პაციენტის შემოყვანისას იყო უკიდურესად მძიმე. ამ ეტაპზე, ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი ზოგადი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ვინაიდან ვინარჩუნებთ საციცოხლო პარამეტრებს. რაც შეეხება კიდევ 5 ინფიცირებულს, ყველასთან დასტურდება მწვავე პნევმონია, დაბურული ფილტვის სინდრომით. მათი ზოგადი მდგომარეობა რჩება საყურადღებო, მძიმე, მაგრამ მართვადი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ხუთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.