საპარტნიორო ფონდი საქართველოში სამედიცინო პირბადეების სამკერვალოს ამუშავებას გეგმავს
საპარტნიორო ფონდი საქართველოში სამედიცინო პირბადეების სამკერვალოს ამუშავებას გეგმავს

A+ A-

12:37 23/03/2020
საპარტნიორო ფონდი, ეკონომიკის სამინისტროს დავალებით, საქართველოში სამედიცინო პირბადეების სამკერვალოს ამუშავებას გეგმავს. ხარჯი დღგ-ს გარეშე 6,6 მლნ ამერიკული დოლარია.
 
მომსახურების შეძენა ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით მოხდება.
 
ეს თანხა დანადგარებისა და ნედლეულის შესყიდვას, რემონტს, ტრანსპორტირებასა და სხვა ხარჯებს მოხმარდება.
 
კითხვაზე, რა პერიოდია გათვალისწინებული ღონისძიების ჩასატარებლად, საპარტნიორო ფონდი შესყიდვების სააგენტოს ასეთ პასუხს წერს: "2020 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით".
 
დღევანდელი მდგომარეობით, კორონავირუსის გამო საქართველოში პირბადეების დეფიციტია. ამაზე საუბრობენ მთავრობისა და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლები.