“ფავიპირავირი” - კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი უკვე არსებობს
“ფავიპირავირი” - კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი უკვე არსებობს

A+ A-

13:30 23/03/2020

პოპულარული ბრიტანული გამოცემა ,,გარდიანი” წერს, ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის სამკურნალო ეფექტიანი პრეპარატი დაასახელა. ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს წარმომადგენლი, სილმინი ასახელებს პრეპარატ „ფავიპირავირს“ და ირწმუნება, რომ მის ეფექტიანობის შესახებ მსოფლიო მალე დარწმუნდება.

მისი თქმით, ჩინეთში, აღნიშნული მედიკამენტის გამოცდა 300-ზე მეტ პაციენტზე მოხდა და კლინიკურმა ტესტირებამ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა.

პრაქტიკაში გამოჩნდა, რომ ვინც „ფავიპირავირს“ იღებდა, 4 დღეში კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ის პაციენტები კი, რომლებსაც ეს პრეპარატი არ მიუღიათ, საშუალოდ 11 დღეში გამოჯანმრთელდნენ.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით 300 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 11 ათასზე მეტი გარდაიცვალა და 93 ათასი პაციენტი გამოჯანმრთელდა.