რა ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი პარიზსა და თბილისში?
რა ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი პარიზსა და თბილისში?

A+ A-

203

00:29 13/10/2018

წარმატებას ყველაზე მეტად ფასი მაშინ აქვს, თუ მას პატიოსანი შრომით აღწევს. საქართველოში იყო წარმატებული ქალი, ადვილი ნამდვილად არ არის. მილიონერი ქალები კი, არც თუ ისე ბევრი გვყავს. მილიონერ ქალბატონებს შორის არის პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” ცნობით, სალომე ზურაბიშვილის დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლის მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი და პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მილიონიანი ქონების მფლობელია. როგორც 2018 წლის იანვარში მის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ზურაბიშვილს 1989 წელს პარიზში 150 000 ევროს საფასურის ბინა აქვს ნაყიდი.

2016 წელს კი თბილისში 160 000 დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი. ამასთან, მას “საქართველოს ბანკში” აქვს 50 000 დოლარის ოდენობის ანაბარი.

სალომე ზურაბიშვილი პროფესიით დიპლომატია, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობისა და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, იგი პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორია.

2004-2005 წლებში ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას იკავებდა.

2018 წელს სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტობა გადაწყვიტა. მის კანდიდატურას მხარი „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა. საქართველოში ყველაზე გავლენიანმა ბიზნესმენმა, ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეს შეადარა.