ზეგისთვის შესაძლოა, ხუთი ახალი გამოჯანმრთელებული დაგვემატოს - მარინა ენდელაძე
ზეგისთვის შესაძლოა, ხუთი ახალი გამოჯანმრთელებული დაგვემატოს - მარინა ენდელაძე

A+ A-

20:09 23/03/2020

თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამი პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცრებულ ორ პაციენტზე პირველადი კვლევის პასუხი უკვე მიიღეს და ის უარყოფითია.

აქედან გამომდინარე, ენდელაძე ამბობს, რომ შესაძლოა მალე გამოჯანმრთელებულების რაოდენობას ხუთი  დაემატოს.

„იმ ორის პასუხსაც ხვალ გავაგზავნით. ანუ, შესაძლოა ზეგისთვის ხუთი ახალი გამოჯანმრთელებულიც დაგვემატოს“ ,- აღნიშნა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა, მათგან ამ დროისთვის რვა პირია გამოჯანმრთელებული.