დიდ ბრიტანეთში ქორწილები და ნათლობები აიკრძალა
დიდ ბრიტანეთში ქორწილები და ნათლობები აიკრძალა

A+ A-

10:44 24/03/2020

კორონავირუსის გამო, დიდი ბრიტანეთი სამი კვირით ჩაიკეტა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მიიღო.

ბრიტანეთში გამკაცრებული პირობების თანახმად, მოქალაქეები ვალდებულნი არიან, დარჩნენ სახლში კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. პოლიციას უფლება მიეცემა, წესის დამრღვევები დააჯარიმოს.

აგრეთვე, ქორწილები, ნათლობები და ნებისმიერი სახის თავყრილობები იკრძალება - ჩატარდება მხოლოდ დაკრძალვები. ორ ადამიანზე მეტის შეკრება, გარდა ერთი ოჯახის წევრებისა, იკრძალება.

ცნობისათვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 650 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 335 ადამიანი.