სოფლის მეოურნეობის სამინისტრო 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს სურსათისა და სხვა საჭირო პროდუქტების მარაგებს - მინისტრი დავითაშვილი
სოფლის მეოურნეობის სამინისტრო 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს სურსათისა და სხვა საჭირო პროდუქტების მარაგებს - მინისტრი დავითაშვილი

A+ A-

13:48 24/03/2020

სოფლის მეურნეობის სამინისტრო 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე კონკრეტულად, საკარანტინე ზონებში სურსათისა და სხვა საჭირო პროდუქტის მარაგებს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადამინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, ავტომობილის მძღოლებს, რომლებიც მკაცრ საკარანტინე ზონებში - ბოლნისსა და მარნეულში სურსათისა და სხვა საჭირო პროდუქტის მარაგებს შეიტანენ,  სპეციალური აღჭურვილობა ექნებათ, მანქანებს კი, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დაამუშავებენ.

„იცით, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს კონტროლი მომარაგების ნაწილში იმისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს მომარაგების შეფერხება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და კითხვები ისმებოდა კონკრეტულად საკარანტინო ზონაში მომარაგებასთან დაკავშირებით, ასევე, სასოფლო-სამეურნეო თუ სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყველა ოპერატორის მუშაობის თემასთან დაკავშირებით. სურსათის მიწოდების ჯაჭვი მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მუშაობას.

დამატებითი მოთხოვნები, გაიდლაინები და რეკომენდაციები არსებობს საკარანტინე ზონაში სურსათის ოპერატორებთან დაკაშირებით, სადაც რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები არის კიდევ უფრო გამკაცრებული იმისთვის, რომ დაავადების გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ საკარანტინე ზონაში არ შეიქმნას დეფიციტი ერთი მხრივ სურსათთან და მეორე მხრივ, პირველადი საჭიროების ყველა სხვა პროდუქტთან. ეს ეხება მედიკამენტებს, საწვავს, საფინანსო სერვისებს, ასევე სხვა მნიშვნელოვან პროდუქციას, რომელიც მოსახლეობისთვის არის საჭირო. ამ კუთხით იცით, რომ გვაქვს სრული კოორდინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იმ უწყებებთან, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზეა პასუხისმგებელი იმისთვის, რომ ორგანიზებულად მოხდეს ამა თუ იმ პროდუქტის რეგიონში შეტანა და ასევე მძღოლების მოძრაობა.

მათ სპეციალური ეკიპირება ექნებათ, ხდება მანქანების სპეციალური დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით. ეს პროცედურები შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რომ დაავადების გავრცელების რისკი თავიდან ავიცილოთ. 24-საათიან რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. სამინისტროში არსებობს სპეციალური მინი შტაბი კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში სხვადასხვა მმართულებით კოორდინაციისთვის. ვართ კავშირზე ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან იმისთვის, რომ მიმართულება, რომელზეც პასუხისმგებლობა გვაკისრია შეფერხების გარეშე შესრულდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, მას სემდეგ რაც 22 მარტს მარნეულელ, 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული გახდა, საქართველოს მთავრობამ გადაწვიტა ბოლნისისა და მარნეულის მინიციპალიტეტები მკაცრი საკარანტინე ზონად გამოეცხადებინა. ამ დროისთვის სააქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 67 ლაბორატორიული შემთხვევაა დადასტურებული აქედან 9 უკვე გამოჯანმრთელდა.