კორონავირუსით ამ დროსთვის გარდაცვლილია 17,150 ადამიანი - რას ელოდება თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო?
კორონავირუსით ამ დროსთვის გარდაცვლილია 17,150 ადამიანი - რას ელოდება თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო?

A+ A-

16:20 24/03/2020

კორონავირუსის გამო, მსოფლიო თვითიზოლაციაშია.

“მსოფლიო მეტრის “Worldometer”-ის 24 მარტის მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოს 195 ქვეყანაში დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირების 392 713 შემთხვევაა დადასტურებული, 17 150 გარდაიცვალა, 103 396 კი - გამოჯანმრთელდა.

 

პირველად ვირუსი ჩინეთში გავრცელდა და სწორედ ეს ქვეყანა იყო ეპიცენტრი მკვლელი ვირუსის. თუმცა, მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩინეთმა ვირუსი უკვე დაამარცხა.

კორონავირუსი-ის სურათის შედეგი

მართალია დეკემრის შემდეგ  ჩინეთში ყველაზე მეტი - 81 171 ადამიანი დაინფიცირდა და 3 277 ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ჩინეთმა შეძლო და 73 159 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ამ დროისთვის ჩინეთში ინფიცირებული 4 735 ადამიანი რჩება. ვირუსის შიდა გადადების შემთხვევები თითქმის ერთი კვირაა, აღარ ფიქსირდება. ახალი ინფიცირებული ადამიანთა რიცხვმაც საგრძნობლად იკლო და ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 78 ინფიცირების და 7 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის გავრცელების და ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილს იტალია იკავებს. აქ ინფიცირებულია 63 927 ადამიანი თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იტალიამ გარდაცვალების მხრივ ჩინეთს გადაუსწრო და ყველაზე მეტი  6 077 ადამიანი სწორედ იტალიაში გარდაიცვალა.  

იტალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 31 იანვარს ორ ჩინელ ტურისტს დაუდასტურდა.

იტალია  წითელ ზონად გამოცხადდა.

დაკეტილი იტალია-ის სურათის შედეგი

მედიკოსები 24 საათის განმავლობაში ებრძვიან უხილავ მტერს და მათი ძალისხმევით იტალიას უკვე ჰყავს 7 432 გამოჯანმრთელებული ადამიანი, თუმცა მკვლელ ვირუსთან ბრძოლაში უკვე 33 მედიკოსი გარდაიცვალა.

იტალიაში ინფიცირებისა და გარდაცვალების ახალი შემთხვევები ამ დროისთვის არ ფიქსირდება.

მკვლელი ვირუსი, უახლესი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გააქტიურდა.

რა ხდება კორონავირუსის დროს აშშ-ში-ის სურათის შედეგი

კორონავირუსით ინფიცირების შესახებ აშშ-ში ცნობები 21 იანვარს გავრცელდა და დღევანდელი მონაცემებით, აქ უკვე ინფიცირებულთა რაოდენობა 46 145-ს აღწევს, აქედან 2 411 ბოლო 24 საათში დაინფიცირდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 582 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან 29 ბოლო დღე-ღამეში. გამოჯანმრთელებულია 295 ადამიანი. აშშ აქტიურად მუშაობს კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინის შექმნისთვის.

ინფიცირებულთა რაოდენობით მეოთხე ადგილს იკავებს ესპანეთი. აქ 35 212 ადამიანია ინფიცირებული. აქედან 76 გასულ დღე-ღამეში. არადა, ესპანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა პირველ თებერვალს დადასტურდა.

დაკავშირებული სურათი

ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ ესპანეთი  გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთს ეწევა. ამ  დროისთვის 2 316 ადამიანია აქ გარდაცლილი. აქედან 5 ბოლო 24 საათშ,. მათ შორის სამი ქართველია. ესპანეთში გამოჯანმრთელებულია 3 355 ადამიანი.

გარდაცვლილთა რაოდენობით, სტატისტიკის მიხედვით, მეოთხე ადგილს ჩვენი მეზობელი ქვეყანა ირანი იკავებს. აქ ვირუსის დადასტურებული პირველი შემთხვევიდან, 19 თებერვლიდან დღევანდელ დღემდე 1 812 ადამიანი გარდაიცვალა.

დაინფიცირებულია 23 049 და გამოჯანმრთელებულია 8 376 ადამიანი.

კორონავირუსი ირანში-ის სურათის შედეგი

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად, 26 თებერვალს,  კორონავირუსი სწორედ ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოსულ ადამიანს დაუდასტურდა.

ირანთან საზღვრები ჩაკეტილი აქვს საქართველოს, სომხეთს აზერბაიჯანსა და თურქეთსაც.

ინფექციის გავრცელებისა და ინფიცირებულთა რაოდენობით ირანს გერმანია უსწრებს. კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან, 28 იანვრიდან დღემდე აქ ინფიცირებული თითქმის 30 000 ადამიანია, თუმცა, გერმანიაში გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი არ ფიქსირდება, აქ 123 ადამიანია გარდაცვლილი და გამოჯანმრთელებული 453.

კორონავირუსი გერმანიაში-ის სურათის შედეგი

გერმანიის დედაქალაქიდან, ბერლინიდან გუშინ საქართველოში ემიგრანტები სპეციალური რეისით გადმოაფრინეს.

გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა  რაოდენობით გერმანიას საფრანგეთი უსწრებს, აქ გარდაცვლილი 860 ადამიანია, გამოჯანმრთელებული კი 2 200. საფრანგეთში ვირუსის დადასტურების პირველი დღიდან 25 იანვრიდან დღევანდელ დღემდე, ანუ 3 თვეში სულ 19 ათას 856 ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო 24 საათში ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

კორონავირუსი პარიზში-ის სურათის შედეგი

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეა მეორე ქვეყანა იყო, სადაც  ვირუსმა ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი ადამიანი დააინფიცირა, ახლა ის ვირუსის გავრცელების სტატისტიკით მერვე ადგილზეა.

მას შემდეგ რაც კორეაში პირველი შემთხვევა 20 იანვარს დადასატურდა 9 037 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილი კი - 120. მათ შორის 9 ახალი შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 3 507 ადამიანი, ჰოსპიტალში  რჩება 5 410 ადამიანი, აქედან  59 კი - კრიტიკულ მდგომარეობაშია.

სამხრეთ კორეა და კორონავირუსი-ის სურათის შედეგი

თითქმის სამხრეთ კორეას მსგავსი გავრცელების რაოდენობაა შვეიცარიაში, აქ 25 თებერვლიდან, მას შემდეგ რაც პირველი ინფიცირებულის შესახებ დადასტურდა ინფორმაცია, დღევანდელ დღემდე, ანუ ერთ თვეში 8 795 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილი 120 ადამიანი და გამოჯანმრთელებულია 131, ჰოსპიტალებში იმყოფება 8 544 ადამიანი, აქედან კრიტიკულ მდგომარეობაში 141 ადამიანი იმყოფება.

კორონავირუსი და შვეიცარია-ის სურათის შედეგი

და მკვლელი ვირუსის გავრცელების სტატისტიქის მეათე ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს.

აქ ვირუსით 6 650 ადამიანია დაინფიცირებული. დიდ ბრიტანეთში ვირუსი 31 იანვარს დადასტურდა. გარდაცვლილია 335 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 135.

დიდი ბრიტანეთი და კორონავირუსი-ის სურათის შედეგი

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო 24 საათში, ინფიცირების 3 959 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  აქედან 5 საქართველოში. ხოლო დღე-ღემის განმავლობაში, 195 ქვეყანაში, სადაც კორონავირუსია გავრცელებული  სულ 71 ადამიანია გარდაცვლილი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის 11 მილიონიანი პროვინციის, უხანის ცენტრში, ხუბეიში დაფიქსირდა.

დაავადების გავრცელების კერად, აღმოჩენისთანავე ადგილობრივი ბაზარი დაასახელეს, სადაც საქონლის ხორცთან ერთად, ეგზოტიკური ზღვის პროდუქტებით ვაჭრობდნენ.

დაკავშირებული სურათი

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ქალაქში გადაადგილება არ შეუზღუდავთ, რადგან ქალაქის ადმინისტრაცია  არ ელოდა მასშტაბურ ეპიდემიას. მათ განაცხადეს,  რომ ვირუსი აირ-წვეთოვანი გზით არ ვრცელდებოდა.

თუმცა 21 იანვარს ჩინეთის მთავრობის ექსპერტთა ჯგუფმა დაადასტურა, რომ ახალი კორონა ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

მეცნიერების ვარაუდით,  გავრცელების წყარო ღამურა გახდა, რომელიც მრავალი კორონოვირუსის მატარებელია, რის შედეგადაც ერთ-ერთმა  დაავადებამ მუტაცია განიცდა და გადაეცა ადამიანს.

უხანის ბაზრობა-ის სურათის შედეგი

აღსანიშნავია, რომ ვირუსის გავრცელების არაერთი მიზეზი სახელდება. უცხოურ მედიაში ამ ეპიდემიას ჩერნობილსაც ადარებენ.

რა არის კორონავირუსი?

დაკავშირებული სურათი

კორონავირუსები მოიცავს ვირუსთა დიდ ოჯახს, რომლებიც ძირითადად მსუბუქად მიმდინარე სეზონურ რესპირაციულ დაავადებებს იწვევევს. ზოგიერთი კორონავირუსი ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ზოგი კი - არა. მძიმედ მიმდინარე დაავადებას ახასიათებს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში გამოვლინდა ახალი კორონავირუსით (nCoV) გამოწვეული ინფექცია. ახლადაღმოჩენილი ვირუსი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე და შესაძლოა, გამოიწვიოს მძიმე დაავადება.

როგორია ახალი კორონავირუსის სიმპტომები?

კორონავირუსის სიმპტომები-ის სურათის შედეგი

ჯანმოს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) ყველაზე ხშირი სიმპტომები არის სიცხე, დაღლილობა და მშრალი ხველა. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება სხეულში ტკივილებიც, ცხვირის დაგუბება, სურდო და დიარეა.

თუმცა, ადამიანთა ნაწილს სიმპტომები საერთოდ არ უვლინდება, დაავადებულთა უმეტესობას (დაახლოებით 80%-ს) არ სჭირდება განსაკუთრებული სამედიცინო ჩარევა. 6-დან მხოლოდ 1 ინფიცირებულს აღენიშნება სერიოზული გართულება.

გართულებების რისკ ჯგუფში შედიან მოხუცები და ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ - როგორიცაა, მაღალი წნევა, გულის პრობლემები ან დიაბეტი. დღეს არსებული მდგომარეობით, ახალი ტიპის კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2%-ია.

როგორ ვრცელდება კორონავირუსი?

კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით გადადის - ანუ იმ სითხეებიდან, რომელიც პირიდან და ცხვირიდან გამოიყოფა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) რისკებზე რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე ამბობს, რომ ინფიცირებულთან კონტაქტები ორი ტიპისაა, ახლო კონტაქტები და სხვა.

კასრაძის თქმით, ახლო ანუ მჭიდრო კონტაქტად ითვლებიან პირები, რომლებსაც ინფიცირებულთან 15 წუთზე მეტი ხნით ჰქონდათ შეხება.

როგორ დავიცვათ თავი ახალი კორონავირუსისგან?

დაკავშირებული სურათი

ვირუსის თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტიანი მეთოდი ჰიგიენის დაცვაა: ხელების ხშირად დაბანა, ხველებისას ან დაცემინებისას ხელსახოცის ან და მაჯის აფარება.

ამასთანავე, ორგანიზაცია ამბობს, რომ თუ ვინმე თქვენ ირგვლივ ახველებს ან აცემინებს, ეცადეთ, მათთან 1-მეტრიანი დისტანცია დაიჭიროთ, ცხვირი და პირი კი რაიმეთი, თუნდაც, მკლავით ან ნაჭრით, დაიფაროთ.

მარიამ მაჭარაშვილი