ივანიშვილმა თავისი "პარაგრაფი" ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად გადააკეთოს - სააკაშვილი
ივანიშვილმა თავისი "პარაგრაფი" ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად გადააკეთოს - სააკაშვილი

A+ A-

18:42 24/03/2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, რომ კორონავირუსის გამო, მის საკუთრებაში არსებულ სასტუმრო "პარაგრაფი" ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად გადააქციოს.

„მე ჩემი ერთადერთი სახლი, რომელიც საქართველოში მაქვს, ემიგრანტებისთვის გადავეცი, კარანტინისთვის ისევე, როგორც სანდრამ გადასცა თავისი სარეაბილიტაციო ცენტრი. მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, გააკეთოს ის, რაც გააკეთა ესპანეთში, მთავრობამ - სასტუმროები და ტურისტული ობიექტები გადააკეთა საავადმყოფოდ. გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი „პარაგრაფის“ სასტუმრო ურეკში ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად, რათა აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ დაბრუნებულ ქართველებს ვერსად ვერ ათავსებენ“,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 67 ადამიანიდან, 9 გამოჯანმრთელებულია.