680 გარდაცვლილი და 6 922 ინფიცირებული - ესპანეთის ბოლო 24-საათიანი, კორონავირუსული სტატისტიკა
680 გარდაცვლილი და 6 922 ინფიცირებული - ესპანეთის ბოლო 24-საათიანი, კორონავირუსული სტატისტიკა

A+ A-

12:16 25/03/2020

680 გარდაცვლილი და 6 922 ინფიცირებული -ეს ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების 24-საათიანი მაჩვენებელია.

ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყანა, გარდაცვლილთა რაოდენობით, ჩინეთისა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.

ესპანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა პირველ თებერვალს დადასტურდა.

პირველი თებერვლიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 42 058 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 2 991 ადმაიანი.

3 794 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 35 273 ისევ ებრძვის კორონავირუსს, აქედან 2 636 ინფიცირებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთში, კორონავირუსით, სამი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მანამდე კი, 30 იანვარს, ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

მარიამ მაჭარაშვილი