სემეკმა შპს "გარდაბანი თბოსადგური 2"-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა
სემეკმა შპს "გარდაბანი თბოსადგური 2"-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა

A+ A-

14:11 25/03/2020

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) შპს „გარდაბანი თბოსადგური 2“-ის სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული თბოსადგურიექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევიდა.

ბუნებრივ აირზე მომუშავე შპს „გარდაბანი თბოსადგური 2“-ის საპროგნოზო გამომუშავება 1.2მლრდ კვტ/სთ-სშეადგენს. კომბინირებული ციკლის, თანამედროვე ტიპის თბოსადგური უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროსისტემის საიმედოობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ზამთრისთვეებში, როდესაც ჰიდროელექტროსადგურების მიერგამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება, მდინარეებში წყლის ნაკლებობის გამო.

თბოსადგური შედგება შემდეგი დანადგარებისგან: აირის ტურბოგენერატორი „21“ – 75 მგვტ ნომინალური სიმძლავრით, აირის ტურბოგენერატორი „22“ –75 მგვტნომინალური სიმძლავრითა და  ორთქლის ტურბოგენერატორი –80 მგვტ ნომინალური სიმძლავრით.