კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი, რომელიც დაარღვევს კარანტინს, "მოკვლას იმსახურებს" - კადიროვი
კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი, რომელიც დაარღვევს კარანტინს, "მოკვლას იმსახურებს" - კადიროვი

A+ A-

14:16 25/03/2020

"კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი, რომელიც დაარღვევს კარანტინს, “მოკვლას იმსახურებს”, - ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, ინფორმაციას კი ტელეკომპანია “დოჟდი” თავის ვებ-გვერდზე, ერთ-ერთ რუსულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

“როცა ადამიანი ჯერ თავის თავს და შემდეგ სხვას უქმნის ასეთ პრობლემას, მე თუ მკითხავთ, იმსახურებს, რომ მოკლა, რადგან ის აზიანებს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მეგობრებს, ოჯახს…” – "დოჟდი” კადიროვის სიტყვებს ციტირებს.

 
ცნობისთვის, ჩეჩნეთში კორონავირუსით ინფიცირებული რუსეთის მოქალაქე, სტავროპოლის მხარის მთავარი ინფექციოლოგი, 23 მარტს ესპანეთიდან დაბრუნდა და ის კარანტინის ნაცვლად, ერთი კვირის განმავლობაში, სამსახურში დადიოდა. მოგვიანებით მას კორონავირუსი დაუდგინეს.