"ბაზისბანკმა" და "ჰუალინგ ჯგუფმა" მთავრობის მიერ შექმნილ "StopCov" ფონდში 200 000 ლარი გადარიცხეს
"ბაზისბანკმა" და "ჰუალინგ ჯგუფმა" მთავრობის მიერ შექმნილ "StopCov" ფონდში 200 000 ლარი გადარიცხეს

A+ A-

15:00 25/03/2020

"ბაზისბანკი" კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 100 000 ლარს გამოყოფს - ამის შესახებ ინფორმაცია ბანკის "ფეისბუქ" -გვერდზეა განთავსებული.

“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბაზისბანკმა, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიტანა თავისი ფინანსური წვლილი სოციალური და ჯანდაცვის აქტივობების მხარდამჭერ ფონდში „StopCov“ 100 000 ლარის ოდენობით” - წერია ბანკის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში.

შეგახსენებთ: ბაზისბანკი ჰუალინგ ჯგუფის წევრია,რომელმაც თავის მხრივ, მთავრობის მიერ შექმნილ “StopCov” ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა. ჯამში ჯგუფის მიერ შეტანილი თანხა ფონდში 200 000 ლარს შეადგენს .