23,6%-ით გაუფასურებული ლარი - როგორ შეიცვალა მეზობელი და სხვა ქვეყნის ვალუტების კურსი
23,6%-ით გაუფასურებული ლარი - როგორ შეიცვალა მეზობელი და სხვა ქვეყნის ვალუტების კურსი

A+ A-

16:10 25/03/2020

საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში (2 მარტიდან 25 მარტამდე) თითქმის 66 პუნქტით, 2,79-დან 3,44 ნიშნულამდე გაუფასურდა. 23,6%-იანი ვარდნის მთავარ მიზეზად კორონავირუსი და ამის შედეგად, შენელებული ეკონომიკური ზრდა სახელდება.

„მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს რეგიონში ხდება ეროვნული ვალუტების დევალვაცია და რა თქმა უნდა, ლარი ვერ იქნებოდა გამონაკლისი, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით იზოლირებულ კუნძულზე, ჩვენ ვართ გლობალური მსოფლიოს ნაწილი“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

იზოლირებულ კუნძულზე არ იმყოფება აზერბაიჯანი, მაგრამ მისი ეროვნული ვალუტა მყარად 1,70-იან ნიშნულზეა, თურქული ლირაც კი, რომელიც საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე სენსიტიურ ვალუტად შეიძლება ჩაითვალოს, პოზიციებს იმ სისწრაფით არ კარგავს, როგორც ლარი. მაგალითად, მარტში ლირა მხოლოდ 27 პუნქტით გაუფასურდა.

ვალუტის კურსები დოლართან მიმართებით 2 მარტს და 25 მარტს:

  • თურქული ლირა - 1დოლარი=6,23 ლირა - 1 დოლარი=6,50 ლირა
  • სომხური დრამი - 1დოლარი=478,80 დრამი - 1 დოლარი =495,43 დრამი
  • აზერბაიჯანული მანათი - 1 დოლარი =1,70 მანათი - 1=1,70 მანათი
  • რუსული რუბლი - 1 დოლარი=66,29 რუბლი - 1=78,30 რუბლი
  • ქართული ლარი - 1დოლარი=2,7905 ლარი - 1=3,4494 ლარი
  • უკრაინული გრივნა - 1დოლარი=24,86 გრივნა - 1დოლარი=27,77 ლარი
  • მოლდოვური ლეი - 1 დოლარი=17,54 ლეი - 1 დოლარი=18,03 ლეი

(წყარო: ეროვნული ბანკი)