ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

A+ A-

16:43 25/03/2020

25 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4563 შეადგინა. 19 მარტს ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა.  13 მარტს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ინტერვენციები დაიწყო და 20 მილიონი დოლარი გაყიდა.

2019 წლის 30 ივლისს პირველად ლარის ისტორიაში, კომერციულ ბანკებში დადგენილი გაცვლითი კურსით 1 დოლარი 3 ლარი გახდა.

Bloomberg-ზე ლარის ანტირეკორდი 26 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც კურსი 2.98-იან ნიშნულს ასცდა.