მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა

A+ A-

00:48 26/03/2020

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ სტატისტიკა "მსოფლიო მეტრის"(worldometers) ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსი 196 ქვეყანაშია გავრცელებული. სულ ვირუსის აღმოჩენიდან დღევანდელ დღემდე მკვლელმა ვირუსმა 462 781 ადამიანი დააინფიცირა, მათგან  გარდაიცვალა 20 896, გამოჯანმრთელდა 113 802, ხოლო 328 083 კვლავ ებრძვის კორონავირუსს და მათგან კრიტიკულ მდგომარეობაში 14 379 ადამიანი იმყოფება. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში გასულ დღეს ინფიცირების 40 254 და გარდაცვალების  2 006 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, პირვალდ კორონავირუსი ჩინეთში ჰუბეის პროვინციასი აღმოაჩინეს. მალევე  30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. შემდეგ კი 2020 წლის 11 მარტს, ჯანმომ კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემია გამოაცხადა.