"ის დღე რატომ არ დაიქცა, შენ რომ ღამურა შეჭამე" – მოისმინეთ ზურა მანჯავიძის სახალისო პოპური (ვიდეო)
"ის დღე რატომ არ დაიქცა, შენ რომ ღამურა შეჭამე" – მოისმინეთ ზურა მანჯავიძის სახალისო პოპური (ვიდეო)

A+ A-

10:48 26/03/2020

ანსამბლი “ფორტეს” წევრმა, ზურა მანჯავიძემ, ანრი ჯოხაძის მსგავსად, სიტუაციური სიმღერა დაწერა. უფრო სწორად, პოპური. სიმღერებში ბევრ სახალისო ფრაზებს მოისმენთ, მათ შორის – “ახალგაზრდებმა მიხედონ ქვეყნის დემოგრაფიასო”, “ის დღე რატომ არ დაიქცა, შენ რომ ღამურა შეჭამე”… ვიდეოს “ფეისბუქზე” 18 ათასი გაზიარება აქვს. როგორც ზურა ყვება, ამ პოპურს წინ უძღოდა პირველი სიმღერა “კარანტინია, კარანტინია”…

ზურა მანჯავიძე: – ისეთი ამბავი მოჰყვა ამ სიმღერებს, მრცხვენია უკვე. თავიდან მეგობრების გასართობად დავწერე “კარანტინია, კარანტინია”. პესიმისტურ განწყობაზე იყვნენ და გავართობ-მეთქი. ისეთი ამბავი ატყდა, დადე “ფეისბუქზეო”, გადამეკიდნენ. დამადებინეს და იმდენი ნახვა ჰქონდა, ტელევიზიებიდანაც კი დამირეკეს. “მიაწექი, დაწერეო”… და მეორეც შემომეწერა.

– ანუ გაგრძელებას ველოდოთ.

– თამასა იმხელაზე ავწიე, მესამე ნაკლები არ უნდა იყოს (იცინის). იმედია, ამ ხალხს ჩემი გამხნევება არ დაჭირდება და მალე მორჩება ეს ყველაფერი.

– რამე კონცერტი ხომ არ გაგიუქმდათ?

– უი, უი, მაგაზე რომ ვიფიქრო, სიმღერების დაწერის ხალისი სრულიად დამეკარგება. სამი გასტროლი ჩამეშალა – საფრანგეთი, დანია და იტალია. ბაქოდანაც იყო შემოთავაზება… აქაური კონცერტებიც გაგვიუქმდა. მაგრამ საერთო მდგომარეობას რომ ვაკვირდები, ამაზე ვერ ვიწუწუნებ…

წყარო: primetime