საქართველოში კორონავირუსის 77 შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 77 შემთხვევა დაფიქსირდა

A+ A-

11:11 26/03/2020

საქართველოში კორონავირუსის რამდენიმე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რიცხვმა 77-ს მიაღწია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გუშინ დილის მონაცემების შემდეგ დაგვემატა ხუთი ახალი შემთხვევა. დღეს დილის მონაცემებით არის 77 შემთხვევა“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 77 შემთხვევიდან, 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, კარანტინის რეჟიმშია 4 055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 252.