მალაიზიის მეფე და დედოფალი კარანტინში მოათავსეს
მალაიზიის მეფე და დედოფალი კარანტინში მოათავსეს

A+ A-

13:08 26/03/2020

მალაიზიის მეფე და დედოფალი კარანტინში მოათავსეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

სამეფო ოჯახი კარანტინში მას შემდეგ მოათავსეს, რაც ცნობილი გახდა, რომ სასახლის შვიდ თანამშრომელს „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი დაუდასტურდა.

მეფესა და დედოფალს კორონავირუსზე ტესტი უკვე ჩაუტარდათ და ის ამ ეტაპზე ნეგატიურია. მიუხედავად ამისა, ისინი კარანტინში რჩებიან, სასახლეს კი დეზინფექცია ჩაუტარდა.

სამხრეთ აზიაში „კოვიდ-19“-ის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ მალაიზიაში ფიქსირდება. ქვეყანაში 1796 ადამიანია დაინფიცირებული, 20 გარდაცვლილია, 199 კი გამოჯანმრთელდა.