ზუგდიდში, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მომხრეების მიერ პირბადეების დარიგების პროცესსში, პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო
ზუგდიდში, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მომხრეების მიერ პირბადეების დარიგების პროცესსში, პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო

A+ A-

16:00 26/03/2020

ახალმა  არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალი ლიდერები",  ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ბიბლიოთეკის მხარდამჭერით, ზუგდიდში მოსახლეობას პირბადეები დაურიგა.

თუმცა ამ პროცესსში ადამიანები ერთმანეთთან საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ 2 მეტრიან შეზღვუდვას არ იცავდნენ, შეიქმნა ჩოჩქოლი, ორგანიზატორებს გაუჭირდათ პირბადეების დარიგება და სიტუაციის განსამუხტად, პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო.

ზუგდიდის მერმა სპეციალურ ბრიფინგზე მოუწოდა ხალხს, რომ არ მივიდნენ პირბადეების მისაღებად და დარჩნენ სახლში.

"გვინდოდა პირბადეების დარიგება, მაგრამ გაგვიჭირდა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

პირბადეების მისაღებად მისულ ადამიანებდან, ზოგიერთს ნიღაბი თავადვე ეკეთა, ზოგიერთი კი უნიღბოდ იყო.

ხალხის დაშლის პროცესსში რამდენიმე მათგანთან პოლიციელებს შელაპარაკება მოუხდათ.