საჭირო თუ გახდება, საკარანტინო ზომების მიღება მთელი ქვეყანის მასშტაბით მოხდება - იმნაძე
საჭირო თუ გახდება, საკარანტინო ზომების მიღება მთელი ქვეყანის მასშტაბით მოხდება - იმნაძე

A+ A-

18:21 26/03/2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, პაატა იმნაძის განცხადებით, უახლოეს კვირეებში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები გაიზრდება.
იმნაძის თქმით, თუკი, ქვეყანა კრიზისულ ფაზაზე გადავა, საკარანტინო ზომები უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგარძელდება.

„დღეს არის ერთი თვე, რაც ქვეყანაში პირველი შემთხვევა დადასტურდა. თუ ავიღებთ ჩვენნაირი ქვეყნების გამოცდილებას დაახლეობით ჩვენნაირი მოსახლეობით, რომ არ გატარებულიყო ყველა ის ღონისძიება, რაც თავის დროზე ქვეყანაში ეტაპობრივად ჩატარდა, წესით და რიგით ახლა შეიძლება ოთხჯერ მეტი ყოფილიყო შემთხვევები ქვეყანაში.

ამიტომ, მესმის, რომ ყველას აინტერესებს, რა მოხდება, მაგრამ როდესაც დაიწყება ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება, შემდეგ ვიტყვით, როდის გავალთ პიკზე, ზუსტად დავასახელებთ ამ დროს. მანამდე უნდა ვემზადოთ, რომ უახლოესი კვირები ქვეყანაში დაავადების შემთხვევების ზრდის, მატების პერიოდი იქნება

ეს იქნება საკარანტინო ზომების უფრო და უფრო გამკაცრება. მოწოდება - დარჩი სახლში, ამის დაცვა მაქსიმალურად მოხდება და თუ საჭირო გახდება, ზუსტად ისეთივე საკარანტინო ზომების მიღება მთელ ქვეყანაში, როგორიც დღეს ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება. ისევ და ისევ რჩება ყველასათვის ეს მოწოდება - დარჩი სახლში“, - განაცხადა იმნაძემ.