იბრძოლეთ მაგრად, იბრძოლეთ ჯოჯოხეთურად, რადგან ჩვენ ომში ვართ და ვირუსი განადგურებით გვემუქრება - ჯანმოს პრეზიდენტი 
იბრძოლეთ მაგრად, იბრძოლეთ ჯოჯოხეთურად, რადგან ჩვენ ომში ვართ და ვირუსი განადგურებით გვემუქრება - ჯანმოს პრეზიდენტი 

A+ A-

10:23 27/03/2020
"მილიონობით ადამიანი შეიძლება მოკვდეს თუ მთავრობები აგრესიულ ქმედებებს არ მიიღებენ. პანდემია მსოფლიოს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს ანადგურებს. უნდა იბრძოლოთ, იბრძოლოთ მაგრად, ჯოჯოხეთურად უნდა იბრძოლოთ. იბრძოლეთ ისე, რომ თქვენი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული და ეს მართლაც ასეა“,-  ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტმა ტედროს გებრეიესუსმა ვირტუალურ სამიტზე განაცხადა, რომელიც კორონავირუსს ეხებოდა.

გაბრეიესუსის თქმით, თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს ვირუსის გავრცელების არეალი, მეტი პასუხისმგებლობით დაცვან წესები, რომელსაც ჯანდაცვის ორგანზაცია უწესებს მათ.

მილიონობით ადამიანი შეიძლება მოკვდეს თუ მთავრობები აგრესიულ ქმედებებს არ მიიღებენ. პანდემია მსოფლიოს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს ანადგურებს. უნდა იბრძოლოთ, იბრძოლოთ მაგრად, ჯოჯოხეთურად უნდა იბრძოლოთ. იბრძოლეთ ისე, რომ თქვენი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული და ეს მართლაც ასეა. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. უნდა ავაშენოთ სწრაფად, გავზარდოთ, ვასწავლოთ. ეს ალტერნატივა არ არის. ეს ვალდებულებაა. ჩვენ შეიძლება სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდეთ, მაგრამ ჩვენ ერთნაირად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ ერთი კაცობრიობა ვართ“,-განაცხადა გებრეისუსმა.