მსოფლიოში კორონავირუსით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული
მსოფლიოში კორონავირუსით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

A+ A-

10:56 27/03/2020

მსოფლიოში კორონავირუსით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. როგორც "მსოფლიო მეტრის"(worldometers) სტატისკის ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, გასულ ღამეს მსოფლიოში 60 ათასზე მეტი ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მონაცემების მიხედვით, კორონავირუსი გავრცელებულია 199 ქვეყანაში. ამ დრომდე კორონავირუსით სულ 24 068 ადამიანი გარდაიცვალა, 2 792 კი, მხოლოდ გასულ დღე-ღამეს.

მსოფლიოს მასშტაბით გამოჯანმრთელებულია 123 405 ადამიანი, ხოლო 384 336 კვლავ ებრძვის მკვლელ ვირუსს, აქედან 20 ათასამდე დაავადებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ცნობისთვის, პირველად კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში აღმოაჩინეს. მალევე 30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

შემდეგ კი, 2020 წლის 11 მარტს, ჯანმომ კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემია გამოაცხადა.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ეპიდემია პანდემიად იქცა, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ მიმართა უმკაცრეს ზომებს - ჩაიკეტა საზღვრები, დაიხურა ბიზნესები და აიკრძალა სახლების დატოვება.

ამჟამად მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს უწევს ამ აკრძალვების პირობებში ცხოვრება და მათი რაოდენობა ყოველდღე იზრდება.