არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესებზე - თეა წულუკიანი
არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესებზე - თეა წულუკიანი

A+ A-

13:31 27/03/2020

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსის აღმოფხვრამდე, საქართველოს ციხეები მაქსიმალურად ჩაიკეტება. მისივე თქმით, ციხიდან არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე.

„ჩვენი მიზანია, კორონავირუსის აღმოფხვრამდე, ციხე მაქსიმალურად ჩაიკეტოს. არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესებზე. ეს არის წესი, რომელშიც გამონაკლისი არ იქნება.

ოჯახები მინდა დავამშვიდო, პატიმრების კვებაზე მომუშავე ორგანიზაცია კარგად მუშაობს. საპატიმროების მაღაზიაში პატიმრებს კვების პრობლემა არ აქვთ“, - განაცხადა წულუკიანმა.