აშშ-ში მყოფი ქართველი ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა
აშშ-ში მყოფი ქართველი ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა

A+ A-

14:20 30/03/2020

ქართველი ექიმი, ნინო ქავთარაძე, რომელიც ამერიკაში დაინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობდა, კორონავირუსი დაუდგინდა,- ამის შესახებ ექიმმა „ფეისბუქლაივით“ შეატყობინა საზოგადოებას.

 

ექიმი იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებთანაც ბოლო დღეებში ჰქონდა შეხება და სთხოვა კორონავირუსზე ტესტი გაიკეთონ.

 

„გამარჯობათ, მე ნინო ქავთარაძე ვარ, ამ წუთას გავიგე რომ ტესტი კორონავირუსზე პოზიტიურია.

რაც შეეხება სიმპტომებს, ორი ან სამი დღის წინ თავი მტკიოდა, მაგრამ ემ თავის ტკივილი დავაბრალე ნერვიულობას და დიდი ყურადღება არ მივაქციე, სხვა არანაირი სიმპტომი არ მქონდა. ერთადერთი გუშინწინ იყო, რომ თავს ვერ ვწევდი“, – ამბობს ნინო ქავთარაძე.