უელსის პრინცი ჩარლზი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
უელსის პრინცი ჩარლზი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

A+ A-

16:50 30/03/2020

უელსის პრინცი ჩარლზი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრინცმა ჩარლზმა შოტლანდიაში 7 დღიანი თვითიზოლაცია დაასრულა და თავს კარგად გრძნობს.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ მედიაში პრინცი ჩარლზის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია 25 მარტს გავრცელდა.
შემოწმება ჩაუტარდა პრინც ჩარლზის მეუღლესაც, თუმცა მას „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით სულ 19 522 ადამიანია ინფოცირებული, გარდაცვლილია 1 228, ხოლო ინფოცირებული პაციენტებიდან ჯერ მხოლოდ 135 გამოჯანმრთელდა.