საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა

A+ A-

00:50 31/03/2020

საქართველოში უკვე კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ლაბორატორიულად კორონავირუსის 103 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5114 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 263 პირია.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს მთვარობამ მიიღო გადაწყვეტილება კომენდატის საათის ამოქმედებასთან დაკავშირებით. 

გამკაცრებული შეზღუდვები 31 მარტის 08:00 საათიდან შევა ძალაში. 

ცნობისთვის, მკვლელი ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.