StopCoV-ის ფონდში 17 564 902 ლარია ჩარიცხული
StopCoV-ის ფონდში 17 564 902 ლარია ჩარიცხული

A+ A-

00:54 31/03/2020

კორონავირუსის პრევენციის მიზნით სახელმწიფოს მიერ შექმნილ StopCoV ფონდში 17 მილიონ 500 ათას ლარზე მეტია ჩარიცხული.

COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა.

#StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად 103 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 20 ადამიანი, ხოლო ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5114 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 263 პირია.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს მთვარობამ მიიღო გადაწყვეტილება კომენდატის საათის ამოქმედებასთან დაკავშირებით. 

გამკაცრებული შეზღუდვები 31 მარტის 08:00 საათიდან შევა ძალაში. 

ცნობისთვის, მკვლელი ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.