“კარანტინის საღამოა მშვიდი... წინ მეშლება ოთხი კედლის არე, ამ კედლებზე ვიცი გავალ მალე“
“კარანტინის საღამოა მშვიდი... წინ მეშლება ოთხი კედლის არე, ამ კედლებზე ვიცი გავალ მალე“

A+ A-

01:02 31/03/2020

მთელი მსოფლიოს მსგავსად, კარანტინში მყოფი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე „კარანტინის შთამბეჭდავ შთაბეჭდილებას“ ტერენტი გრანელის მოტივებით აცნობს სოციალური ქსელით ინტერნეტმომხმარებლებს:

კარანტინის საღამოა მშვიდი, გამოცხადდა - სანამ სიმინდს ვფშვნიდი.

წუთი წუთებს მიუყვება ფრენით, დამავიწყდა მისამართი შენი.

ცამდე სწვდება აწ დღეების სიგრძეც, ინტერნეტის შენელება ვიგრძენ.

წინ მეშლება ოთხი კედლის არე, ამ კედლებზე ვიცი გავალ მალე.

კანარტინის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

გრანელისებრთაგანი კარანტინსა შინა ნათქვამი უთავბოლო ერთი #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze, - წერს გიორგი კეკელიძე