დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა
დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა

A+ A-

11:09 31/03/2020

31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს 81 წელი შეუსრულდებოდა.

მეცნიერი, ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992), საქართველოს ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია დაიბადა 1939 წელს, დიდი ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში.

ზვიად გამსახურდია თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, ის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1991 წლის 9 აპრილს პრეზიდენტად აირჩია.

მან დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957 წ.) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962 წ.).

ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად, 70-80-იან წლებში საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობისა სულისჩამდგმელი და მედროშე იყო.

ზვიად გამსახურდია თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, ის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1991 წლის 9 აპრილს პრეზიდენტად აირჩია.

სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ზვიად გამსახურდია 1992 წლის 6 იანვარს გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან. 1993 წლის დეკემბერში ზვიად გამსახურდია დევნილობაში გარდაიცვალა.

დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

31 მარტი - რეფერენდუმის დღე!

1991 წლის 31 მარტს ქვეყანაში საერთო-სახალხო კენჭისყრა ჩატარდა და მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ კითხვაზე - თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზეა, დადებითად უპასუხა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მხარი მოსახლეობის 88-მა პროცენტმა დაუჭირა.

25 წლის წინ ჩატარებულ რეფერენდუმის კენჭისყრის შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი.
რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის უმრავლესობამაც დაუჭირა მხარი.