ზვიად გამსახურდია არის საქართველოსთვის წამებული გმირი - მიხეილ სააკაშვილი
ზვიად გამსახურდია არის საქართველოსთვის წამებული გმირი - მიხეილ სააკაშვილი

A+ A-

13:44 31/03/2020

"ზვიად გამსახურდია არის საქართველოსთვის წამებული გმირი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა საქართველოს ისტორიაში", - ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს არის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე. ზვიად გამსახურდია იყო საბჭოთა წყობის წინააღმდეგ, ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მებრძოლი მსოფლიოში, საქართველოს დიდი პატრიოტი, ბრწყინვალე ორატორი და საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მომტანი პირველი პრეზიდენტი. ჩემი გადაწყვეტილებით 2013 წელს მას მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. ზვიად გამსახურდია არის ადამიანი, რომელსაც სიკვდილის საფრთხის ქვეშ აიძულებდნენ ოჩამჩირეში 1993 წელს, მოეწერა ხელი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. მან იცოდა რომ, მას განადგურება ემუქრებოდა და მიუხედავად ამისა არ უღალატა საქართველოს. გამსახურდია არის საქართველოსთვის წამებული გმირი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა საქართველოს ისტორიაში", - წერს სააკაშვილი.

ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ოფიციალური ვერსიით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში 1993 წლის 31 დეკემბერს.
დღეს ზვიად გამსახურდია 81 წლის გახდებოდა.