კონგოს ყოფილი პრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა
კონგოს ყოფილი პრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა

A+ A-

14:54 31/03/2020

კონგოს ყოფილი პრეზიდენტი, ჟაკ იომბი-ოპანგო კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

იომბი-ოპანგო პარიზში, 81 წლის ასაკში დაიღუპა.

ის ქვეყანას 1977 წლიდან 1979 წლამდე მართავდა. 1997 წლიდან კი საფრანგეთში, დევნილობაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, პირველად  კორონავირუსი ჩინეთის პროვინციაში,  უჰანში  2019  წლის დეკემბერს  დადასტურდა.  21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

მალევე,  30 იანვარს,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "COVID-19" გლობარულ საფრთხედ გამოაცხადა. შემდეგ კი, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ,  კორონავირუსთან  დაკავშირებით, პანდემია გამოაცხადა.