ბელგიაში კორონავირუსით 12 წლის გოგონა გარდაიცვალა
ბელგიაში კორონავირუსით 12 წლის გოგონა გარდაიცვალა

A+ A-

15:09 31/03/2020

ბელგიაში კორონავირუსით 12 წლის გოგონა გარდაიცვალა. ამის შესახებ ბელგიის ეროვნული კრიზისული ცენტრის წარმომადგენელმა ემანუელ ანდრემ განაცხადა.

ბელგიაში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვები 19 აპრილამდე მოქმედებს. თუმცა, თუ 19 აპრილს სტატისტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი არ იქნება, მთავრობა შეზღუდვებს კვლავ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, პირველად კორონავირუსი ჩინეთის პროვინციაში, უჰანში 2019 წლის დეკემბერს დადასტურდა. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

მალევე, 30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "COVID-19" გლობარულ საფრთხედ გამოაცხადა. შემდეგ კი, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემია გამოაცხადა.