ესპანეთში ერთ დღეში კორონავირუსის 9 ათასამდე ახალი შემთხვევა დადასტურდა
ესპანეთში ერთ დღეში კორონავირუსის 9 ათასამდე ახალი შემთხვევა დადასტურდა

A+ A-

17:17 31/03/2020

ესპანეთში ერთი დღეში კორონავირუსის 9 ათასამდე შემთხვევა დადასტურდა. ჯამურად, ქვეყანაში ეს რიცხვი უკვე 94 000-ს შეადგენს.

ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

ამ მომენტისათვის ესპანეთში კორონავირუსს  8189 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის განახლებული მონაცემით, მსოფლიოში ვირუსი უკვე 801 400 ადამიანს აქვს დადასტურებული, ​38 743 გარდაიცვალა, 172 657 განიკურნა.