საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი დამოკიდებულია იმაზე, როგორ დავიჭერთ სიტუაციას - ალექსანდრე ქანთარია
საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი დამოკიდებულია იმაზე, როგორ დავიჭერთ სიტუაციას - ალექსანდრე ქანთარია

A+ A-

17:27 31/03/2020

“საპარლამენტო არჩევნების თარიღი გადაიწევს თუ არა, ვერ გეტყვით. ჯერ 21 აპრილამდე მივიდეთ“, - განუცხადა “2020NEWS“-ს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალექსანდრე ქანთარიამ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თემის კომენტირებისას.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხელისუფლება კორონავირუსთან გასამკლავებლად ყველაფერს აკეთებს და ახლა მთავარი ეს არის.

“გააჩნია, როგორ დავიჭერთ სიტუაციას. ყველას მოვუწოდებ, დავრჩეთ სახლში. ხელისუფლება კორონავირუსის პრევენციის მხრივ, ნაბიჯებს დროულად დგამს. საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ყველაფერს თანმიმდევრულად და სწორად აკეთებს“,- განაცხადა ქანთარიან.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე მოქმდებს. გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობის ვადა, ჯერჯერობით, უცნობია.