67 კომპანია, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში საქმიანობა არ ეზღუდება
67 კომპანია, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში საქმიანობა არ ეზღუდება

A+ A-

11:46 01/04/2020

საქართველოს მთავრობამ იმ კომპანიების სია დაამტკიცა, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში საქმიანობა არ ეზღუდებათ. სიაში შემდეგი 67 კომპანია შედის:

1 შპს „საქნახშირი“ - საქმიანობა, ქვანახშირის მოპოვება ;

2 სს „RMG Copper“ - საქმიანობა, სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება ;

3 შპს „RMG Gold“ - საქმიანობა, სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება ;

4 შპს „ჯმ 29“ - საქმიანობა, სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება ;

5 სს „რუსთავის აზოტი“ - საქმიანობა, მინერალური სასუქების წარმოება ;6 სს „კავკასიან პეტ კომპანი“ - საქმიანობა, პლასტმასის საფუთავების წარმოება ;

7 სს „მინა“ - საქმიანობა, ღრუ მინის წარმოება ;8 შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ - საქმიანობა, ცემენტის წარმოება ;9 შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“ - საქმიანობა, ცემენტის წარმოება ;

10 შპს „კნაუფ გიპს თბილისი“ - საქმიანობა, ბოჭკოვანი ცემენტის წარმოება ;

11 შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ - საქმიანობა, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება ;

12 შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ - საქმიანობა, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება ;

13 შპს „რუსელოის“ - საქმიანობა, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება ;

14 შპს „ჯეოსთილი“ - საქმიანობა, ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება ;

15 შპს „ამბიკონ სტილსი“ - საქმიანობა, ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება ;

16 შპს „რუსთავის ფოლადი“ - საქმიანობა, ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება ;

17 შპს „გლობუსი“ - საქმიანობა, სხვა ფერადი ლითონების წარმოება ;

18 შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“ - საქმიანობა, ფოლადის ჩამოსხმა ;

19 შპს „იმერის ბენტონიტ ჯორჯია“ - საქმიანობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება ;

20 შპს „ასკანგელ ჯგუფი“ - საქმიანობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება ;

21 შპს „ასკანგელ ალიანსი“ - საქმიანობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება ;

22 შპს „ასკანგელ ბენტონიტი“ - საქმიანობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება ;

23 სს „ელმავალმშენებელი“ - საქმიანობა, სარკინიგზო ლოკომოტივების და მოძრავი შემადგენლობის წარმოება ;

24 შპს „ვაგონმშენებელი კომპანია“ - საქმიანობა, სხვა სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და ტექნიკური მომსახურება ;

25 შპს „ჯმ-ტექნიკასერვისი“ - საქმიანობა, ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი ;

26 შპს „მნკორპი“ - საქმიანობა, საბითუმო ვაჭრობა ლითონებით და ლითონის მადნებით

;27 სს „საქართველოს რკინიგზა“ - საქმიანობა, რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი ;

28 შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ - საქმიანობა, საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი ;

29 შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ - საქმიანობა, საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი ;

30 შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ - საქმიანობა, სხვა სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;

31 ბი-ფი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის საქართველოს თბილისის ფილიალი - საქმიანობა, ტრანსპორტირება მილსადენებით ;

32 შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ - საქმიანობა, ტრანსპორტირება მილსადენებით ;

33 შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ - საქმიანობა, საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტი ;

34 შპს „მეტრო სერვის +“ - საქმიანობა, სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება ;

35 შპს „ტავ ურბან საქართველო“ - საქმიანობა, საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება ;

36 შპს „საქაერონავიგაცია“ - საქმიანობა, საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება ;

37 შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ - საქმიანობა, საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება ;

38 შპს „შავი ზღვის ტერმინალი“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;

39 სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო „ნავსადგური“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;

40 შპს „ბი ენდ პი“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;

41 შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;

42 შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;43 შპს „ტრანსფორდი“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;

44 შპს „მანგანუმ ლოჯისტიკი“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;

45 შპს „გიანთი ლოჯისტიკსი“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;

46 შპს „ეისა“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;

47 შპს „ემ-ეს-სი ჯორჯია“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;

48 შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;

49 შპს „ჯიარ ტრანზიტი“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;

50 შპს „ჯნს ჯორჯია“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;

51 შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ - საქმიანობა, ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები ;

52 შპს „თიბისი ფეი“ - საქმიანობა, ბიზნესის სხვა დამხმარე მომსახურების საქმიანობები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;

53 შპს „აჭარა ტექსტილი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;

54 შპს „მოვი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;

55 შპს „ემჯიემტექს“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;

56 შპს „ISTANBUL BAZAAR“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;

57 შპს „ჯეორჯიან პროდაქტს“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;

58 შპს „ჯორჯიან ტექსტილი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;

59 შპს „BTM-TEXTILE“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;

60 შპს „პრომო ვეარ“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;

61 სს „სამკერვალო კომპანია იმერი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;

62 სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები“ (ციკლონი) - საქმიანობა, თვითმფრინავის ნაწილების წარმოება ;

63 შპს „საქსპეცტრანსი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვისათვის მასალით უზრუნველყოფა ;

64 შპს „ჯი ენ ელ“ - საქმიანობა, ლატარიების მოწყობა ;65 შპს „გებრიუდერ ვაის“ - საქმიანობა, სატვირთო საგზაო ტრანსპორტი ;

66 შპს „კაპაროლ ჯორჯია“ - საქმიანობა, საღებავების, ლაქების და ანალოგიური საღებავი ნივთიერებების, ტიპოგრაფიული საღებავების და მასტიკების წარმოება ;

67 სს „საქკაბელი“ - საქმიანობა, ელექტრონული და ელექტრული გამტარების და კაბელების წარმოება .

სრულად საგამონაკლისო წესით განსაზღვრული საქმიანობების ჩამონათვალი, ანუ სფეროების სია, რომლებზეც არ ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა ასეთია:

1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;

გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;

დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;

ე) კომერციული ბანკების საქმიანობისა;

ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;

ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;

თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;

ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;

კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;

ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;

მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;

ო) საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);

პ) კერძო დაცვითი საქმიანობისა;

ჟ) საადვოკატო საქმიანობისა;

რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;

ს) პრესის ჯიხურებისა.