კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი 10 წლის ბავშვია – მარინა ეზუგბაია
კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი 10 წლის ბავშვია – მარინა ეზუგბაია

A+ A-

19:52 01/04/2020

“პაციენტი გადმოჰყავთ ბათუმიდან, ეს არის ათი წლის ბავშვი. მისი ისტორია არ არის ჩემთვის ცნობილი” – ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ეზუგბაია აცხადებს, მისთვის უცნობია ათი წლის ბავშვის ისტორია.

„მეორე პაციენტი გადმოჰყავთ ბათუმიდან, ეს არის ათი წლის ბავშვი. მისი ისტორია არ არის ჩემთვის ცნობილი. გადმოჰყავთ მშობელთან ერთდ, მშობელს არ აქვს დაადასტურებული კორონავირუსი.

ერთი შემთხვევა უკვე ჩვენთან შემოყვანილია. ეს არის იმპორტული და შემოტანილი შემთხვევა, სომნხეთიდანააა ჩამოსული. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე, კეთდება კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და ხვალ მოგახსენებთ მის მდგომარეობას საბოლოო მონაცემებთან ერთად“, – აცხადებს ეზუგბაია.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც დღეიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

შეგახსენებთ,  1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 117 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 23 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 885,890 მიაღწია. გარდაიცვალა 44,220 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 185,226 პაციენტი.