"საპარტნიორო ფონდის" თანამშრომლები 3 თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ
"საპარტნიორო ფონდის" თანამშრომლები 3 თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

A+ A-

14:33 04/04/2020

„საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლები 3 თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. ამის შესახებ ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იგი მზად არის, მოხალისე ექიმად ჩაერთოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„დღეს საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას. ეპიდემიასთან ბრძოლაში ერთმანეთის გვერდში დგომა და სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე, როგორც პროფესიით ექიმი და სამედიცინო განათლების მქონე ფონდის სხვა თანამშრომლები, ასევე, ვუერთდებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონი დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას პაციენტებთან საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით და ვაცხადებთ მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს პროფესიულად ჩავერთოთ ეპიდემიასთან ბრძოლაში,“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.

შეგახსენებთ, „საპარტნიორო ფონდი“ ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ორგანიზაციაა საქართველოში. დავით საგანელიძის ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 20 000 ლარს შეადგენს.