ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 1 190 979 ადამიანი, ხოლო 64 197 გარდაცვლილია
ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 1 190 979 ადამიანი, ხოლო 64 197 გარდაცვლილია

A+ A-

23:47 04/04/2020

1 190 979 ინფიცირებული და 65 ათასამდე გარდაცვლილი - მსოფლიო კვლავ კორონავირუსის კარანტინშია.

მსოფლიოში, გასულ დღე-ღამეში, კორონავირუსით 5 027 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაინფიცირების 74 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

ახალი კორონავირუსის აღმოჩენისა და მასშტაბურად გავრცელების შემდეგ, მსოფლიოს 205 ქვეყანის, 1 190 979 მცხოვრები დაინფიცირდა. საერთო ჯამში, გარდაცვლილია 64 197 ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა 246 062 ადამიანი.

ამ დროისთვის კორონავირუს ჰოსპიტალებსა და კარანტინში ებრძვის 880 720 ადამიანი, აქედან კრიტიკულ მდგომარეობაში - 41 976 პაციენტია. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.  მანამდე კი, 30 იანვარს, ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

ცნობისთვის, საქართველოში “COVID-19”-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 159-ს მიაღწია, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, უკვე დაფიქსირდა გარდაცვალების ერთი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 36, თუმცა ინფიცირებულთაგან 6 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344 მოქალაქე რჩება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.