საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა

A+ A-

19:42 05/04/2020

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადA.

შესაბამისად, საქართველოში ჯამში კორონავირუსის 174 შემთხვევაა დაფქისირებული.

„დღეს ჩვენთან ჩატარდა 15 პაციენტზე ტესტი, ოთხთთან მივიღეთ დადებითი“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

​174 დადასტურებული შემთხვევიდან 39 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.