კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა
კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

A+ A-

19:49 05/04/2020

კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ჯამში თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსიგან განკურნებულთა რიცხვი 29-ს შეადგენს.

„გამოჯანმრთელებული პაციენტების სიას შეემატა კიდევ სამი პაციენტი, ჩვენს ცენტრს ჰყავს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი. გაეწერებიან ალბათ დღეს. უკვე პასუხი მიღებულია, შეჯერებულია მათი კლინიკური მოჯაცემები პისიარის ტესტის პასუხთან და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, თანდათანობით დატოვებენ ცენტრს“ , – განაცხად ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ​174  შემთხვევაა დადასტურებული მათგან 2 გარდაიცვალა, 39 პაციენტი კი გამოჯანმრთელებულია.