ლენტეხში 53 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა - მას დაახლოებით, 50 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი
ლენტეხში 53 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა - მას დაახლოებით, 50 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი

A+ A-

12:19 09/04/2020

ვანის მუნიციპალიტეტის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა ლენტეხში, სადაც 53 წლის მამაკაცს კორონავირიუსი დაუდასტურდა.

მამაკაცი ეროვნული ბანკის საცავებში დაინფიცირებული პირის კლასტერიდანაა. მას ინფიცირებულ დასთან ჰქონდა შეხება.

როგორც ექიმი მედიასთან, აცხადებს, 38 გრადუსი სიცხის გამო, ოჯახმა გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

პაციენტს, მკურნალობის მიზნით, დაენიშნა ანტიბიოტიკი, რასაც კარგი შედეგი ჰქონდა. თუმცა, რადგან მის დას კორონავირუსი დადასტურებული ჰქონდა, მამაკაცსაც ჩაუტარდა ტესტირება და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

მისი მეუღლე და შვილი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ლენტეხის რაიონში ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტების გამოსავლენად უკვე მუშაობენ სპეციალისტები. გავრცელებული ინფორმაციით, მას, დაახლოებით, 50 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.