ჯარისკაცი თიანეთში არ დაინფიცირებულა - თამაზ მეჭიაური
ჯარისკაცი თიანეთში არ დაინფიცირებულა  - თამაზ მეჭიაური

A+ A-

12:46 09/04/2020

კორონავირუსით ინფიცირებული თიანეთელი ჯარისკაცის დედასა და მეუღლეს კორონავირუსზე პირველი ტესტირება ჩაუტარდათ და მათ ვირუსი არ დაუდგინდათ.  ამ ინფორმაციას "2020NEWS“-ს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური აწვდის.

"ჯარისკაცი თიანეთში არ დაინფიცირებულა, ეს დაიწყო რუსთავიდან და ერთ-ერთი მიმართულება იყო თიანეთი“ - აცხადებს მერი.   

რამდენიმე დღის წინ ჯარისკაცს, რომელიც წარმოშობით თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაგრანეთიდან არის, კორონავირუსი დაუდგინდა. ამ ფაქტის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი თვითიზოლაციაშია. როგორც სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, ჯარისკაცს შეხება ჰქონდა ათაეულობით ადგილობრივთან, მათ შორის, დედასთან, რომელიც ჰოსპიტალიზებულია. ასეთი ვითარების გამო, სოფელ მარგანეთის მოსახლეობა შეშინებულია.

ჯარისკაცის გარდა, არიან თუ არა თიანეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული სხვა ადამიანები, რა ღონისძიებები ხორციელდება მოსახლოების დასაცავად  - ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური “2020NEWS“-თან ინტერვიუში საუბრობს.

ბატონო თამაზ, დადგინდა თუ არა ჯარისკაცის კორონავირუსით დაინფიცირების წყარო?

- ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. წყარო არის რუსთავი და ალბათ, იქიდან უნდა მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია. ამ საკითხში უფრო კომპეტენტური არის ჯანდაცვის ცენტრი. მას მიმართეთ და პასუხს გეტყვიან.

ეს ჯარისკაცი რუსთავში ცხოვრობს, წარმოშობით არის თიანეთიდან და  ჩვენთან სტუმრად იყო ჩამოსული, რამდენიმე დღით.

ჯერ არ არის დადგენილი, ჰქონდა თუ არა ჯარისკაცს ვირუსი თიანეთში ყოფნის დროს. შესაძლოა, ის ვირუსით მას შემდეგ დაინფიცირდა, რაც თიანეთიდან წავიდა. ჩემი ინფორმაციით, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები მაშინ აღმოაჩნდა, როცა თიანეთი დატოვა.

- ადგილობრივების ინფორმაციით, ჯარისკაცის დედას ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოუვლინდა და ის ჰოსპიტალიზებულია. ვირუსი ჯარისკაცის დედასაც დაუდგინდა?

-გუშინ ჯარისკაცის დედას კორონავირუსი არ დაუდგინდა. ეს ინფორმაცია ჯანდაცვის ცენტრიდან მაქვს მიღებული. რამდენადაც ვიცი, კოროვირუსი არც ჯარისკაცის მეუღლეს არ დაუდასტურდა. ასე რომ, რეგიონში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ამ დროის მონაცემებით, აღენიშნება თუ არა თიანეთის მუნიციპალიტეტის რომელიმე ცხოვრებელს ვირუსისთვის დამახასიათბელი სიმპტომები?

- ჯანდაცვის ცენტრიდან მაქვს ინფორმაცია, რომ იმ ადამიანებიდან,  ვინც თვითოზოლაციაშია და კონტროლზეა, ჯერჯერობით, ვირუსისთვის დამახასიათებელი ისეთი სიმპტომები, რაც ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა, არავის აღენიშნება. უფრო კონკრეტული ინფორმაციის მიღებისთვის, ჯანდაცის ცენტრს მიმართეთ.

რას ღონისძიებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის კორონავირუსისგან დასაცავად?

- მე ხელს ვუწყობ ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციების შესრულებას. ჩემი ხალხი და პოლიცია  ჩართულია იმაში, რომ ხალხმა წესები დაიცვას. თიანეთში განწყობა ნორმალურია. უბრალოდ, ზოგიერთები ცდილბენ, რომ თავიანთი განცხადებებით,  პანიკა დათესონ, რაც რეალურ საფუძველს მოკლებულია.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე