შეზღუდვები თავიდანვე რომ დაგვეწესებინა, როცა პირველი კლასტერები გაჩნდა, ხალხი გიჟად ჩამთვლიდა - იტალიის პრემიერ-მინისტრი
შეზღუდვები თავიდანვე რომ დაგვეწესებინა, როცა პირველი კლასტერები გაჩნდა, ხალხი გიჟად ჩამთვლიდა - იტალიის პრემიერ-მინისტრი

A+ A-

12:46 09/04/2020

"ჩვენთვის კონსტიტუციური თავისუფლების შეზღუდვა კრიტიკული გადაწყვეტილება იყო და ის ძალიან ფრთხილად უნდა მიგვეღო",- ასე გამოეხმაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე მისი მთავრობის მიმართ არსებულ კრიტიკას, რომ ქვეყანამ სათანადოდ მკაცრი ზომები ვერ მიიღო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

„დრო რომ უკან დაბრუნდეს იგივეს გავაკეთებდი. ჩვენ ჩინეთისგან სრულიად განსხვავებული სისტემა გვაქვს. ჩვენთვის კონსტიტუციური თავისუფლების შეზღუდვა კრიტიკული გადაწყვეტილება იყო და ის ძალიან ფრთხილად უნდა მიგვეღო.

ჩვენ მკაცრი კარანტინი და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა თავიდანვე რომ დაგვეწესებინა, როცა პირველი კლასტერები გაჩნდა, ხალხი გიჟად ჩამთვლიდა“, - აღნიშნა კონტემ.

ცნობისთვის, იტალიის მთავრობა არაერთხელ გააკრიტიკეს არასათანადოდ მკაცრი ზომების მიღების გამო. ჩინეთის წითელი ჯვრის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები რეალურად არ მოქმედებდა.

ამ დროისთვის იტალიაში უკვე  139 422 ინფიცირებისა და 14 792 გარდაცვალების შემთხვევაა დადასტურებული.